Monday, February 9, 2015

რეფლექსია


დღე  1

დღევანდელი დღე საინტერესო იყო.დღეიდან დავიწყეთ ინტელის ძირითადი   კურსის  სწავლება.იმედია  შევძლებ კარგად შესწავლას.ეს დღე რთული არ იყო.

დღე 2
საინტერესო იყო -გავიგე ჩვენი სახელმძღვანელოს ქართული ვერსიის მისამართი.ჩამოვტვირთე ჩემთვის საჭირო მასალები და შევინახე ჩემს
საქაღალდეში,რომლებიც დამეხმარება პროექტზე მუშაობაში.
დღე  3
დღეს ვისწავლე დრაივზე შესვლა სხვადასხვა გზით.შევქმენი ჩემი საქაღალდე,სადაც ვიმუშავებ პროექტზე.ვერ გავიგე, ვერ მოვნახე სახელმძღვანელოში ქიმიაზე რაიმე პროექტი.

დღე 4
დღეს წარმოვადგინეთ საპროექტო თემები საგნების მიხედვით.გავაკეთეთ მოკლე მიმოხილვა.მივიღეთ შენიშვნები და რეკომენდაციები,რასაც გავითვალისწინებთ პროექტზე მუშაობისას.

დღე 5
საინტერესო იყო იმით,რომ ვისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ ბროშურა ,სადაც მოხდება პროექტის მოკლე აღწერა ისე, რომ მოხდეს დაინტერესება თემის, რომელზედაც ვაკეთებთ პროექტს.

დღე 6
ვისწავლეთ ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება და გადმოტანა,აგრეთვე სურათების მოძიება და გადმოტანა.რაც დაგვეხმარება პროექტზე მუშაობაში.ბროშურის შექმნისთვის.
დღეს გავიგე,მაგრამ მერე მავიწყდება.